Thursday, February 25, 2016

რეფლექსია

                                               რეფლექსია


2016  წლის  19 თებერვალს  გავიარე  ტრენინგი  პროგრამით-movie maker-ი  .შევისწავლეთ
სურათების ჩასმა , სურათების  გადმოტანა ,სურათების  შეტრიალება,სურათის  ჩვენების
ხანგრძლივობის  შეცვლა, შემდეგ ვისწავლეთ  ანიმაციური  ეფექტების  დადება
სურათზე  .წარწერების  დადება  სურათზე,  მუსიკისა  და  ჩვენი  ხმის  დადება სურათზე.  ვისწავლეთ    მუსიკის  დადება   ნაწილობრივ  და  მუსიკის  წაშლა, მუსიკის
წაშლა  შემდეგ  და  ჭრა  ნაწილობრივ.
      ბოლოს  ვისწავლეთ  ვიდეოს  ჩასმა  და ჭრა,  ვიდეოს  ხმის  ჩაწევა  და   ჩვენი  ხმის
დადება .შევისწავლეთ  2  სახის  შენახვა  პროექტით  და  რესურსით  ანუ
დასრულებული  სახით  შენახვა.
   
     ამ  სასწავლო  რესურსს   გამოვიყენებ  პროექტზე  მუშაობის  დროს  და  საგაკვეთილო
პროცესში.  ძალიან მომეწონა  ეს  ტრენინგი.   დიდი  მადლობა  ქალბატონ  ქეთი ცერაძეს.





Sunday, November 1, 2015

                                          მე  -9  დღის    ტრენინგის  შეჯამება
 

    გამეორება
 ბლოგში მუშაობა-გამოკითხვის გაკეთება
 პროექტის პორტპოლიოს ატვირთვა  ბლოგში
 პროექტის პრეზენტაცია
 ტრენინგის შეჯამება


     ინტელის სასწავლო კურსის ტრენინგზე შევისწავლეთ ინტელის პროგრამის სასწავლო კურსის მიზნები და მისი  მნიშვნელობა,რომელიც მიზნად ისახავს თუ როგორ შევქმნათ ტექნოლოგიით გამდიდრებული სასწავლო პროექტი.შევქმენით ჩვენი საქაღალდე,ვისწავლეთ ბლოგის შექმნა.მიმოვიხილეთ ჩვენს მიერ შერჩეული  პროექტის  თემები  შევქმენით ბუკლეტები ვორდში . ვიმუშავეთ საქაღალდის დაარქივებაზე,რათა შეგვეძლო მისი ელ-ფოსტაზე გაგზავნა..შევისწავლეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.გავეცანით სტანდარტის განსაზღვრას და მიზნის განსაზღვრას.
     გავეცანით  საკვანძო კითხვებს  რაც მოსწავლეებს გაუადვილებს პროექტზე მუშაობას.ვისწავლეთ შეფასების რუბრიკები ,გეგმის შემუშავება  და რაც მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ვისწავლეთ თუ როგორ უნდა ჩავრთოთ პროექტში სპეციალური საჭიროების მოსწავლე , თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ მაღალი აკადემიური  მოსწრების მოსწავლესთან  .გავეცანით  ფასილიტაციის რესურსების შექმნას,რაც დაეხმარება მოსწავლეებს პროექტზე მუშაობის გაადვილებაში.გავეცანით პროექტის გზამკვლევის შექმნას თუ როგორ  მივცეთ   ინსტრუქციები ბავშვებს. ვისწავლეთ პორტფოლიოს ატვირთვა ბლოგზე. ავტვირთეთ ბლოგში  ვისწავლეთ სიის გაჯეტები . მოვახდინეთ პროექტის პრეზენტაცია.
 პროექტზე მუშაობა მქონდა თეორიულად შემუშავებული მაგრამ ტექნოლოგიებით არასოდეს მიმუშავია.  
     
    ამ ტრენინგმა ბევრი ცოდნა  შეგვძინა  რაც გულისხმობს  ,თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ მოსწავლეებთან  რომ განუვითაროთ მოსწავლეებს 21 -ე საუკუნის უნარ-ჩვევები.

Saturday, October 31, 2015

                              ტრენინგის მერვე დღე


გამეორება
 ფასილიტაციის  რესურსების  შექმნა
 პორტფოლიოს  გადახედვა
 პორტფოლიოს ატვირთვა ბლოგზე
   


დღევანდელ ტრენინგზე გავიმეორეთ წინა მასალა  რაც  მოიცავდა პროექტის გეგმაზე  მუშაობას  და  სპეციალურ  მოსწავლეებთან მუშაობას.გავეცანით ფასილითაციის რესურსების შექმნას.რაც დაეხმარება მოსწავლეებს პროექტზე მუშაობისგაადვილებაში.გავეცანით ბავშვების პროექტისგზამკვლევის შექმნას,როგორ მივცეთ ინსტრუქცია ბავშვებს.ვისწავლეთ პორტფოლიოს ატვირთვა ბლოგზე

Wednesday, October 28, 2015

                              ტრენინგის მეშვიდე დღე    
     

       მეშვიდე დღის ტრენინგზე  გავიმეორეთ გავლილი მასალა. შევისწავლეთ ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება .თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ პროექტის დროს სპეციალური საჭიროების მოსწავლესთან და თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ მაღალი აკადემიური  მოსწრების მოსწავლესთან.

Sunday, October 25, 2015

                         ტრენინგის    მეექვსე  დღე  


   ტრენინგი  დავიწყეთ  გავლილი  მასალის  გამეორებით. გავცანით  მოსწავლის  პრეზენტაციის შექმნას. შემდეგ  შევქმენით  პრეზენტაცია.  შევისწავლეთ  შეფასების რუბრიკები.  გავეცანითპროექტის  სასწავლო  პროცედურებს. ვისწავლეთ  გეგმის  შემუშავება.

Saturday, October 24, 2015

                                      ტრენინგის მეხუთე დღე


მეხუთე დღის ტრენინგზე გავიმეორეთ  გავლილი მასალა.გავეცანით ინტერნეტ კავშირებს.ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.ბლოგში ვისწავლეთ სურათის ჩასმა სურათის ზომის შეცვლა ,სხვადასხვა ადგილას ჩასმა. ფონის შეცვლა ბლოგის სათაურის შეცლა.ბლოგის წაშლა.

Sunday, October 18, 2015

                            
                                   ტრენინგის  მეოთხე  დღე    


დღევანდელ   ტრენინგზე  გავიმეორეთ  გავლილი  მასალა . ვიმუშავეთ  გეგმაზე.გავეცანით  მიმართულების  მიმცემ  საკვანძო  კითხვებს ,რაც   მოსწავლეებს  გაუადვილებს  პროექტზე  მუშაობას.  გავეცანით  შეფასების  რუბრიკებს,რითაც  შევაფასებთ  მოსწავლეებს  პროექტის  დასაწყისში  შუაში  და  ბოლოს   ვამოწმებთ  როგორ  მიმდინარეობს  პროექტი  ,როგორ  თანამშრომლობენ  ერთმანეთთან  მოსწავლეები .