მე -9 დღის ტრენინგის შეჯამება
გამეორება
ბლოგში მუშაობა-გამოკითხვის გაკეთება
პროექტის პორტპოლიოს ატვირთვა ბლოგში
პროექტის პრეზენტაცია
ტრენინგის შეჯამება
ინტელის სასწავლო კურსის ტრენინგზე შევისწავლეთ ინტელის პროგრამის სასწავლო კურსის მიზნები და მისი მნიშვნელობა,რომელიც მიზნად ისახავს თუ როგორ შევქმნათ ტექნოლოგიით გამდიდრებული სასწავლო პროექტი.შევქმენით ჩვენი საქაღალდე,ვისწავლეთ ბლოგის შექმნა.მიმოვიხილეთ ჩვენს მიერ შერჩეული პროექტის თემები შევქმენით ბუკლეტები ვორდში . ვიმუშავეთ საქაღალდის დაარქივებაზე,რათა შეგვეძლო მისი ელ-ფოსტაზე გაგზავნა..შევისწავლეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.გავეცანით სტანდარტის განსაზღვრას და მიზნის განსაზღვრას.
გავეცანით საკვანძო კითხვებს რაც მოსწავლეებს გაუადვილებს პროექტზე მუშაობას.ვისწავლეთ შეფასების რუბრიკები ,გეგმის შემუშავება და რაც მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ვისწავლეთ თუ როგორ უნდა ჩავრთოთ პროექტში სპეციალური საჭიროების მოსწავლე , თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლესთან .გავეცანით ფასილიტაციის რესურსების შექმნას,რაც დაეხმარება მოსწავლეებს პროექტზე მუშაობის გაადვილებაში.გავეცანით პროექტის გზამკვლევის შექმნას თუ როგორ მივცეთ ინსტრუქციები ბავშვებს. ვისწავლეთ პორტფოლიოს ატვირთვა ბლოგზე. ავტვირთეთ ბლოგში ვისწავლეთ სიის გაჯეტები . მოვახდინეთ პროექტის პრეზენტაცია.
პროექტზე მუშაობა მქონდა თეორიულად შემუშავებული მაგრამ ტექნოლოგიებით არასოდეს მიმუშავია.
ამ ტრენინგმა ბევრი ცოდნა შეგვძინა რაც გულისხმობს ,თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ მოსწავლეებთან რომ განუვითაროთ მოსწავლეებს 21 -ე საუკუნის უნარ-ჩვევები.